ვინ აჩუქა “გლოვოს” გმირს “მარჯიელას” ბოლო მოდის სპორტული ფეხსაცმელი » უფასო და ფასიანი პროგნოზები


ვინ აჩუქა “გლოვოს” გმირს “მარჯიელას” ბოლო მოდის სპორტული ფეხსაცმელი
44 828
“მირჩევნია, ისევ ის დახეული ფეხსაცმელები მცმოდა, წლინახევრის წინ რომ ვიყიდე, ვიდრე ამ საფულედან თანხა ამეღო” – 22 წლის “გლოვოს” გმირის ამ სიტყვებმა, ოთხიოდე დღის წინ, მთელ ქვეყანას გული სითბოთი აუვსო და სიკეთის კეთების სურვილი აღუძრა. თორნიკე ნინიკაშვილმა „სითი მოლთან“ ფულით სავსე საფულე იპოვა და თანხა არ გადაუთვლია, საფულე ისე დაუბრუნა პატრონს.


მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ქირით მცხოვრებ დიდი გულის მქონე ზესტაფონელ სტუდენტს ფინანსური პრობლემები აქვს, თანხის დატოვებაზე არც კი უფიქრია. თორნიკე ილიას უნივერსიტეტში სწავლობს. იმის გამო, რომ თანხის გადახდა ვეღარ შეძლო, სტატუსის შეჩერება მოუწია. ახლა „გლოვოს“ კურიერად მუშაობს და ფულს აგროვებს, რომ სწავლის გაგრძელება ისევ შეძლოს. მუსიკალურმა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ “ფეისბუქზე” თორნიკეს ცნობილი ვიდეო ატვირთა, რომ ამ კეთილი ბიჭის დასახმარებლად, გამოხმაურებოდნენ. პირველი, ვინც ნატოს გამოეხმაურა, მისი მეგობარი, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე, მაკა ჩხეიძე აღმოჩნდა – მე მომიყვანე ეგ ბიჭიო, დაუკომენტარა დუმბაძეს. მაკამ “გლოვოს” გმირს “მარჯიელას” ბოლო მოდელის იისფერი სპორტული ფეხსაცმელი აჩუქა. ნატო დუმბაძე: – საოცრად მადლიერი წავიდა მაღაზიიდან. დიდი ემოცია ჰქონდა. ძალიან კეთილშობილი ადამიანია, უსაყვარლესი. დიდი მადლობაო და გაფრინდა. მერე ქუჩაში გოგოლა კალანდაძე შეგვხვდა და ფოტო გადავიღეთ ყველამ ერთად. “პრაიმტაიმი” თორნიკე ნინიკაშვილსაც დაუკავშირდა. თორნიკე ნინიკაშვილი: – ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მიფასდება ეს ყოველივე და ეგაა ყველაზე კარგი ჩემთვის. ყველაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე აქამდე. სიკეთე უფრო გამიღრმავდა გულში. სპორტული ფეხსაცმელი მე ავარჩიე. ფასი ვერც ვიკითხე, მაღაზიის მეპატრონემ მითხრა, თვითონ ხარ შეუფასებელი ადამიანიო… – თორნიკე, მითხარი, როგორ გაუძელი თუნდაც თანხის გადათვლის ცდუნებას? შენ ამბობ, რომ არც დაგითვლია ფული და დაახლოებითი რაოდენობა დაასახელე. – არც მაინტერესებდა. მე მინდოდა საფულე პატრონთან დაბრუნებულიყო და ამისთვის ყველაფერს ვეცადე. სულ არ მიფიქრია, რომ ასეთი დიდი ამბავი მოჰყვებოდა ამ საქციელს. ბევრი ფეიკ ნიკოლოზ კიკნაძე გამომეხმაურა “ფეისბუქზე”. მერე მოვიდა “ნამდვილი”. ვისთვისაც სიკეთე მქონდა გაკეთებული, ფეისბუქზე ყველამ დაწერა, ვიღაცას მგზავრობის ფული გადავუხადე, ვიღაცას სხვა მხრივ დავეხმარე… და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით. – მოგვიყევი შენზე… – ზესტაფნელი 22 წლის სტუდენტი ვარ. ვაკეში ქირით ვცხოვრობ. მიზერულ თანხას მახდევინებს დიასახლისი, თან მყვებიან ოჯახში. ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ჩემით ჩავაბარე, არ მოვმზადებულვარ. სამი წელი ვისწავლე, ახლა სტატუსი მაქვს შეჩერებული და სწავლისთვის ფულს ვაგროვებ. წლიური გადასახადი 2 225 ლარია. ჩემი დავალიანება 1000 ლარამდეა. ვაგროვებ თანხას, რომ ეს დავალიანება გადავიხადო. რაც შეეხება “გლოვოში” მუშაობას, სახიფათო სამუშაოა. რამდენჯერმე დავიმტვერი კიდეც. დამღლელია, გონებრივადაც ვიღლები. უნივერსიტეტთან ერთად ამ საქმეს ვერ გავაკეთებ, ამიტომ მირჩევნია ახლა ვიმუშაო და მერე ვისწავლო. მეგობრები თუ ნაცნობები მეხმარებიან, გვერდები შექმნეს, რომ ეს თანხა შემიგროვონ და ერთი წლით ზედმეტადაც გადამიხადონ, რომ შეფერხების გარეშე გავაგრძელო სწავლა. ემიგრანტებიც მეხმარებიან… უნდა გითხრათ, რომ სამი კვირის წინ გავქრისტიანდი. მოვინათლე ვაკის ეკლესიაში, მამა იაკობთან. ჩემი ნათლიებთაგან ერთ-ერთი გიგა მაქარაშვილია, ერთი ემიგრანტია. რა გითხრათ, ბოლო ორი დღეა ისეთ კომენტარებს ვკითხულობ ჩემი მისამართით, რომ საოცარი სითბოთი ვივსები… სიკეთის კეთება ჩემთვის ყველაფერია. ძირითადად, ჩემს მიერ გაკეთებულ სიკეთეს აფიშირებას არ ვუკეთებ.


მსგავსი ამბები

🗣 არჩილ ბერიძეს განცხადება ჯოვინო ფლამარიონზე

“ძალიან ბევრი წინადადება გვაქვს უცხოური გუნდებისგან. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად...
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი,

ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა...
✍ ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი

ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს საჩხერის ჩიხურაში...
✍️ ოფიციალურად ანტონ თოლორდავა ესტონური ლევადიას ფეხბურთელია

✍️ ოფიციალურად ანტონ თოლორდავა ესტონური ლევადიას ფეხბურთელია...
მოდრიჩს მიკრო ტრავმა აქვს

ლუკა მოდრიჩს მიკრო ტრავმა აღენიშნება. ხორვატი ფეხბურთელი „გრანადას“ წინააღმდეგ...
დეპაის ვარიანტი გამოჩნდა - შედგა თუ არა მხარეებს შორის კონტაქტი

ფრანგულ გამოცემა "L’Equipe"-ის ცნობით, ნიდერლანდელმა ვინგერმა, მემფის დეპაიმ გადაწყვიტა,...

კომენტარები