“ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ასე თუ გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე” – ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს... » უფასო და ფასიანი პროგნოზები


“ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ასე თუ გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე” – ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს...
38 159
როგორც ჩანს 2021 წელს დოროყაშვილი-ბასილაშვილის წყვილი სკანდალებს არ მოგვაკლებს. ცნობილი ჩოგბურთელი ცოლს 2020 წელს დაშორდა და სასამართლომ უნდა დაადგინოს ახლა, ძალადობდა თუ არა მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი ყოფილ ცოლზე ფიზიკურად, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით.


ნიკოლოზ ბასილაშვილს მის ოჯახურ სკანდალზე კომენტარი არ გაუკეთებია. ახალი 2021 წლის დადგომამდე, მან სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ემოციური პოსტი დაწერა. ბასილაშვილი წერს, რომ მას შვილი ძალიან ენატრება, თუმცა მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია. ბასილაშვილი თავის პოსტში შვილს ასევე, წერდა, რომ თოვლის ბაბუს მოტანილ საჩუქრებს კარგად შეინახავდა, მაგრამ ეტყობა ნეკა დოროყაშვილმა სხვაგვარი შინაარსი გამოიტანა. პოსტს 201 წლის დადგომისთანავე გამოეხმაურა ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი. მან ინსტაგრამზე მაღაზიათა ქსელ “პეპელაში” შეძენილი საჩუქრის ფოტო დადო და დაწერა, რომ “პეპელა ერთი დღით ცხოვრობს” და ყოფილ ქმარს ვრცლად უპასუხა. “ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია. ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ, რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მანიპუlირების სახეს იძენს. პროვოკაციებს, საგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! აი ასე გამოიყურება, მთელი წლის ნაჯაფარი სანტასთვის ვითომ შენახული საჩუქრები, რომელიც ალბათ სანტამაც არ ჩაიბარა. საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის. თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები. თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს. მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!


მსგავსი ამბები

🗣 არჩილ ბერიძეს განცხადება ჯოვინო ფლამარიონზე

“ძალიან ბევრი წინადადება გვაქვს უცხოური გუნდებისგან. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად...
ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი,

ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა...
✍ ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი

ლუკა კიკაბიძე კარიერას გაგრაში გააგრძელებს, 25 წლის ფეხბურთელი ბოლოს საჩხერის ჩიხურაში...
✍️ ოფიციალურად ანტონ თოლორდავა ესტონური ლევადიას ფეხბურთელია

✍️ ოფიციალურად ანტონ თოლორდავა ესტონური ლევადიას ფეხბურთელია...
მოდრიჩს მიკრო ტრავმა აქვს

ლუკა მოდრიჩს მიკრო ტრავმა აღენიშნება. ხორვატი ფეხბურთელი „გრანადას“ წინააღმდეგ...
დეპაის ვარიანტი გამოჩნდა - შედგა თუ არა მხარეებს შორის კონტაქტი

ფრანგულ გამოცემა "L’Equipe"-ის ცნობით, ნიდერლანდელმა ვინგერმა, მემფის დეპაიმ გადაწყვიტა,...

კომენტარები